კუნძულ ლესბოსზე ლტოლვილთა ბანაკი დაიწვა

საქართველო, თბილისი - 12:42 | 11.07.2017
ნანახია: 1143

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე ლტოლვილთა ბანაკი „მორია“ დაიწვა.

მედიის ცნობით, ცეცხლი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ზოგიერთი მიგრანტი დეპორტაციის შესახებ ინფორმაციას იღებდა.

ჯერ კიდევ ხანძრის გაჩენამდე პოლიცია ვითარების მოსალოდნელი გამწვავების გამო გამოიძახეს. ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

 „მორია“ თვითნაკეთი სახლების ბანაკია, სადაც ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე