სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს უტყუარ მტკიცებულებებზე და არა ვარაუდებზე დაყრდნობილი - მიხეილ რამიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:32 | 11.07.2017
ნანახია: 1454

დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, არჩილ გამზარდიას ჩვენება გამოძიებას არაფერს აძლევს.

მისივე თქმით, როდესაც ადამიანს ბრალი აქვს წაყენებული და სასამართლომ უნდა გამოიტანოს განაჩენი, ის უნდა იყოს უტყუარ მტკიცებულებებზე და არა ვარაუდებზე დაყრდნობილი

„ვარაუდები და ანალიტიკური შეფასებები სხვა საკითხია, როდესაც ადამიანს ბრალი აქვს წაყენებული და სასამართლომ უნდა გამოიტანოს განაჩენი, ის უნდა იყოს უტყუარ მტკიცებულებებზე და არა ვარაუდებზე დაყრდნობილი. გასაგებია, მე შეიძლება ბევრი ვარაუდი მქონდეს და იმაზე ლაპარაკი, რომ თავისი ვარაუდით მას ეგონა რომ პატრიარქი უნდა ყოფილიყო მსხვერპლი, ამ დროს არა თუ გონივრული ეჭვი და ვარაუდის დონეზე პროკურატურამ და გამოძიებამ ბრალი წაუყენა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში“ - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე