თურქმა სამხედროებმა 11 ქურთი ამბოხებული გაანადგურეს

საქართველო, თბილისი - 12:22 | 11.07.2017
ნანახია: 1136

თურქეთის ავიაციამ მარდინისა და ჰაკარის პროვინციებში ქურთთა მუშათა პარტიის პოზიციებზე იერიში მიიტანა. თურქეთის გენშტაბის განცხადებით, განადგურებულია 11 ამბოხებული.

2015 წლის ივლისში ქურთთა მუშათა პარტიასთან შეიარაღებული კონფლქიტის განახლების შემდეგ, ქურთი ამბოხებულების თავდასხმის შედეგად 900 სამხედრო და პოლიციელი, ასევე 300 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

 თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ პერიოდში უშიშროების ძალებმა პარტიის 10 ათასზე მეტი წევრის ნეიტრალიზება მოახდინეს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე