„ისლამური სახელმწიფოს“ დღეები დათვლილია - დონალდ ტრამპი

საქართველო, თბილისი - 10:56 | 11.07.2017
ნანახია: 1091

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების პირობას დებს.

გუშინ ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ „ისლამური სახელმწიფოსგან“ მოსულის გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა. ტრამპმა ქვეყნის ხელისუფლებას გამარჯვება მიულოცა.

 „ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, ვიდრე იმ წლების მანძილზე, როდესაც ეს დაჯგუფება საკვანძო საფრთხედ იქცა... ჩვენ მივაღწევთ „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებას“, -აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მოსულში გამარჯვება მოწმობს იმას, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ დღეები ერაყსა და სირიაში დათვლილია.

მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. ოპერაციაში ერაყის შეიარაღებული ძალები  მონაწილეობდნენ. მოსული ისლამისტების სამი წლის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული. 2014 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ „სახალიფო“ გამოაცხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე