მოვაჭრეები არ გამორიცხავენ, რომ ფოთის ბაზრობაზე ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა

საქართველო, თბილისი - 10:52 | 11.07.2017
ნანახია: 1033

ფოთის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის დროს დაზარალებულები ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხვდებიან და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ ხანძრისგან მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან. ცეცხლმა ორი ათას კვადრატულ მეტრზე მდებარე 70-მდე სავაჭრო ობიექტი რამდენიმე წუთში გაანადგურა. არც ერთი მათგანი დაზღვეული არ ყოფილა. მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს.

ფოთის მერის ირაკლი კაკულიას განცხადებით, დილიდან ყველა სამსახური მობილიზებულია და მოვაჭრეების პრობლემების გადაჭრის გზებს იხილავენ.

„გამოძიების პირობებში იქნება დადგენილი დაახლოებითი ზარალის რაოდენობა. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დილიდანვე დავიწყეთ საბანკო სექტორთან მუშაობა, შუამდგომლობა და უმეტესი მათგანისგან მივიღეთ თანხმობა, რომ იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა, რომ გადაევადოთ დროში და ის პრობლემები იქნას გადაჭრილი, რომელიც აქვთ ამ დაზარალებულებს,“ - განაცხადა ფოთის მერმა, ირაკლი კაკულიამ.  

შეგახსენებთ, რომ ფოთის ბაზრობაზე ხანძარი გუშინ დილით გაჩნდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე