ფოთის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

საქართველო, თბილისი - 10:40 | 10.07.2017
ნანახია: 989

ფოთის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე რჩება გარკვეული კერები, რაც ცეცხლის აალების საშიშროებას არ გამორიცხავს.

ცეცხლი დაახლოებით, 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ფოთის მერის ირაკლი კაკულიას განცხადებით, არსებობს შეკითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე