ბათუმში 12 წლის მოზარდა ავტომობილი დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 15:46 | 09.07.2017
ნანახია: 1150

ავარია ბათუმში - თამარის დასახლებაში მსუბუქი ავტომობილი 12 წლის მოზარდს დაეჯახა. 

ექიმების განცხადებით,ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ მოზარდს ქალა ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე