გორის ციხესთან ავარიის შედეგად მოტიციკლეტის მძღოლი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 14:25 | 09.07.2017
ნანახია: 1087

გორის ციხესთან ავარიის შედეგად მოტიციკლეტის მძღოლი დაშავდა. 

26 წლის მამაკაცი მსუბუქი დაზიანებებით გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.  

მოტოციკლეტი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და შოთა რუსთაველის სკვერთან ბორდიურს შეეჯახა. 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სკვერში არავინ იმყოფებოდა. 

(ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი)




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე