ამერიკელი მსახიობი ნელსან ელისი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:43 | 09.07.2017
ნანახია: 1460

ამერიკელი მსახიობი ნელსან ელისი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას  BBC-ი ავრცელებს. 

სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობისგან გამოწვეული გართულებები გახდა.

ნელსან ელისი პოპულარული ამერიკული სერიალის „ნამდვილი სისხლის“ ვარსკვლავი იყო. სერიალი HBO-ს არხზე 2008-2014 წლებში გადიოდა. ის სერიალში მზარეულის როლს თამაშობდა. ელისი ასევე გადაღებულია რამდენიმე ფილმში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე