ბათუმში, 34 წლის ქალის გარდაცვალებაში პაციენტის ოჯახი ექიმს ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 11:34 | 09.07.2017
ნანახია: 1087

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში აქცია მიმდინარეობს.

34 წლის ქალის გარდაცვალებას ოჯახის წევრები და ახლობლები ექიმების პროფესიულ გულგრილობასა და უყურადღებობას აბრალებენ.

ისინი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან ამ საკითხით დაინტერესებასა ქირურგის, ზურაბ ჩიხლაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. 

საავადმყოფოსთან შეკრებილების განცხადებით, პაციენტმა ჭარბწონიანობის გამო კუჭზე ოპერაცია ორი თვის წინ გაიკეთა და მას შემდეგ მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. მათივე თქმით, პაციენტთან არც მოწვეულ ექიმს უშვებდნენ და არც თბილისში გადაყვანის უფლებას აძლევდნენ.

ბოლო რამდენიმე დღე კი ის საავადმყოფოში აპარატზე იყო მიერთებული. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე