„მარტოხელა დედათა და ბავშვთა დაცვის ასოციაციის - მომავლის მზე“ პრეზენტაცია შედგა
საქართველო, თბილისი - 11:54 | 08.07.2017 ნანახია: 2593
მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურულ ცენტრ „მუზაში“, არასამთავრობო ორგანიზაციის „მარტოხელა დედათა და ბავშვთა დაცვის ასოციაციის - მომავლის მზე“ პრეზენტაცია შედგა.
ასოციაციაში აცხადებენ, სულ რამდენიმე თვეა რაც ჩამოყალიბდა ეს ასოციაცია და დღეისათვის საქართველოში იგი პირველია, რომელიც მარტოხელა დედათა პრობლემას შეეხო.
ორგანიზაცია თავად მარტოხელა დედამ თეონა ფირანიშვილმა ჩამოაყალიბა და იგი რამდენიმე ათეულ წევრს ითვლის.
დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოში მათი რაოდენობა 30 ათასამდე მერყეობს. ასოციაცია, ასევე, აერთიანებს იმ ბავშვებს, რომლებმაც მშობელი სხვადასხვა მიზეზით დაკარგეს.
ორგანიზაციის „მომავლის მზე“ მიზანი, მარტოხელა დედათა და ბავშვთა შესახებ საზოგადოებაში არსებული სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლაა, ასევე, მათი სოციალურ ეკონომიური პირობების გაუმჯობესებისათვის სხვადასხვა ღონისძებების გატარებაა, მათ შორის საკანონმდებლო ინიცირება.
ღონისძიება „მუზაში“ ქართველი მომღერლების მონაწილეობით გაიმართა. პრეზენტაციაზე ორგანიზაციის „მომავლის მზე“ და სამედიცინო დარგობრივ ასოციციებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმებს მოეწერა ხელი.
„პროფესიით ექიმი ვარ და პროფესია მავალდებულებს, რომ დავეხმარო ადამინს, მითუმეტეს მარტოხელა დედას, ბავშვს. ცოტა უხერხულიც კი არის ამაზე ლაპარაკი, რადგან უნდა დავეხმაროთ, გაჭირვებულს, მარტოხელას. ჩვენ სიმღერით შეგვიძლია გავუთბოთ ადამიანებს გულები და განვაწყოთ ქველმოქმედებისთვის. მატერიალურადაც დავეხმარები მათ, გავიგებ პირობებს, რა როგორ არის და მათ გვერდით ვიქნები“, - განაცხადა მომღერალმა ლაშა ღლონტმა.
საღამო, სპეციალურად შექმნილი ჰიმნით დასრულდა, რომელიც მუსიკოსმა აჩი ფურცელაძემ დაწერა და იგი მომღერლებთან ერთად ქართული მედიის წარმომადგენლებმა შეასრულეს.
სიმღერა სტუდიაში „უნივერსალი“ ჩაიწერა, ხმის რეჟისორი გიორგი მაისურაძე (მუზა), ტექსტის ავტორი ნანა ცინცაძე, არანჟირება დიმკა თეიმურაზოვი.
ღონისძიებას საქველმოქმედო დატვირთვაც ქონდა. საღამოზე შემოსული თანხა, მკურნალობისათვის 1 წლისა და 6 თვის ნინოს გადაეცა.
გიორგი საკარული, PrimeNewsGeorgia






პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















