ჰამბურგში საპროტესტო აქციებისას 159 პოლიციელი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 16:06 | 07.07.2017
ნანახია: 1167

ჰამბურგში, სადაც G20-ის სამიტი მიმდინარეობს, საპროტესტო აქციებისას 159 პოლიციელი დაიჭრა, დაკავებულია 45 ადამიანი.

„ბოლო მონაცემებით, 159 პოლიციელი დაიჭრა. ინფორმაცია დემონსტრანტების მხრიდან დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება. ამ მომენტისთვის მთელს ქალაქში არასანქცირებული აქციები მიმდინარეობს. დაკავებულია 45 ადამიანი. მათ მიმართ საგამოძიებო ქმედებები მიმდინარეობს“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

G20-ის სამიტი ჰამბურგში 7-8 ივლისს იმართება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე