ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტი ალიგატორმა შეჭამა

საქართველო, თბილისი - 15:19 | 07.07.2017
ნანახია: 1360

თვითმფრინავი „სესნა-152“ ფლორიდას შტატში ჰომსტედთან ახლოს დაჭაობებულ ადგილზე ჩავარდა. მფრინავის ცხედარი სამაშველო ვერტმფრენმა მალევე იპოვა, თუმცა გარდაცვლილი პილოტის აღმოჩენის მომენტში მას უზარმაზარი ალიგატორი ჭამდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერდა.

ავიაციის ფედერალური სამმართველოს მონაცემებით პილოტი თვითმფრინავის ბორტზე მარტო იყო. პოლიციის ვერსიით, თვითმფრინავმა კატასტროფა სიბნელეში მფრინავის დეზორიენტაციის გამო განიცადა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავმა მანამდე 2015 წელს ავარიული დაშვება განახორციელა. პოლიცია არკვევს მართავდა თუ არა დაღუპული პილოტი თვითმფრინავს წინა ინციდნეტის დროს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე