ჰამბურგში G20-ის საწინააღმდეგო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

საქართველო, თბილისი - 09:55 | 07.07.2017
ნანახია: 1329

ჰამბურგის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა აქციის დასაშლელად, რომლის მონაწილეებიც „დიდი ოცეულის“ სამიტის გამართვას აპროტესტებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტები წესრიგის დამცველებს ქვებს, პეტარდებსა და ბოთლებს ესროდნენ.

მანამდე ჰამბურგში გაიმართა „1000 ფიგურის“ აქცია. ორგანიზატორების ჩანაფიქრით, პერფომანსს თანამედროვე პრობლემებისადმი ხალხის ყურადღება უნდა მიექცია.

ათასობით ადამიანი, რომლებსაც ერთნაირი ნაცრისფერი კოსტიუმები ეცვათ, ამორფული, ცვლილებებისადმი უინტერესოდ განწყობილი ადამიანების სიმბოლოებს განასახიერებდა.

„დიდი ოცეულის“ სამიტი ჰამბურგში დღეს იწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე