რუსეთის ქმედებას ვაფასებ როგორც პროვოკაციას რუსეთის მხრიდან - მიხეილ ჯანელიძე

საქართველო, თბილისი - 17:21 | 06.07.2017
ნანახია: 1478

საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრი სოფელ ბერშუეთსა და ზემო სობისში რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთის პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ.

"გვაქვს პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ და რომელიც უკავშირდება ჩვენი ტერიტირიების გამთლიანებას, დეოკუპაციას და კონფლიქტის მშვიდობიან რეგულირებას. ამ პოლიტიკას ვახორციელებთ უფრო წარმატებით, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც საზღვარზე ჩავიდნენ. რუსეთის ქმედებას ვაფასებ როგორც პროვოკაციას რუსეთის მხრიდან, რომელსაც არ უნდა წამოვეგოთ. განვაგრძოთ ქმედებები, რომლებიც თავსებადია საერთაშოროსო სამართალთან”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე