მე არ მეთაკილება ამაზე საუბარი, დავიწყე ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 15:47 | 06.07.2017
ნანახია: 1531

მე არ მეთაკილება ამაზე საუბარი, დავიწყე ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ 5-წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

,,მე არ მეთაკილება ამაზე საუბარი და ღიად ვამბობ, დავიწყე ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე, საკუთარ გუნდთან ერთად და შევძელით ის, რაც შევძელით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თითოეულ თანამშრომელს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო 2011 წელი, როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება, პოლიტიკაში შემოვსულიყავი. რა თქმა უნდა, არავის სჯეროდა, რომ ჩვენ შევძლებდით სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დამარცხებას არჩევნების გზით. მაშინ ბატონი ბიძინას ირგვლივ გაერთიანდა მთელი საქართველო და ჩვენ ეს მოვახერხეთ. მინდა ასევე გავიხსენო ჩემთვის სენსიტიური მომენტი, როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი და მინდოდა გამოვსულიყავი მაგარი ფეხბურთელი და მეთამაშა მაგარ გუნდში. ერთ დღეს მითხრეს, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა, მითხრეს წავსულიყავი სახლში. ეს სიტყვები ძალიან მძიმე იყო, ატირებული, ცრემლიანი დავბრუნდი სახლში, თუმცა თავი არ დამიხრია და მინდა გითხრათ, რომ როცა რაღაცის გულით გჯერა და შრომა არ გეზარება, ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე