პრეზიდენტის კომპეტენციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეგვიტანია - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 18:52 | 05.07.2017
ნანახია: 1138

პრეზიდენტის კომპეტენციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეგვიტანია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მან საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიები და თვითონ პრეზიდენტი აცხადებდნენ, რომ ეს რეფორმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის არჩევნები ირიბი წესით მხოლოდ 2024 წლიდან დაიწყება.

„საბოლოოდ, ჩვენ ნებისმიერი სახის სპეკულაცია თავიდან ავიცილეთ. პირველ რიგში, პრეზიდენტის არჩევნები ირიბი წესით მხოლოდ 2024 წლიდან დაიწყება. ეს კი ნიშნავს, რომ ამჟამინდელ პრეზიდენტს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შეეძლება. ამ მხრივ ჩვენ გამოვრიცხეთ ყოველგვარი სპეკულაციები. პრეზიდენტის სტატუსი იგივე რჩება. რაც შეეხება პრეზიდენტის კომპეტენციას, ჩვენ არ შეგვიტანია მნიშვნელოვანი ცვლილებები. იყო სპეკულაციები, თითქოს საკონსტიტუციო რეფორმის მიზანი ეს იყო. ჩვენ გამოვრიცხეთ ნებისმიერი შესაძლებლობა ამგვარი სპეკულაციისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე