თურქეთის პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ 6 წევრი დააკავა

საქართველო, თბილისი - 18:05 | 05.07.2017
ნანახია: 1126

თურქეთის პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ 6 წევრი დააკავა. სპეცოპერაცია კოჯაელისა და კაისერის პროვინციებში ჩატარდა.

გაზეთ ჰურიეთის ინფორმაციით, ისლამისტები სახალხო-რესპუბლიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ.

ივნისში პარტიის ერთ-ერთს ლიდერს, ენის ბერბეროღლუს სასამართლომ 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დეპუტატი პრესისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში დაადანაშაულეს.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე