თურქეთში, ქართველი ემიგრანტის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 17:50 | 05.07.2017
ნანახია: 1381

გივი მაჩაიძის მკვლელობის საქმეზე თურქეთში საქართველოს მოქალაქეა დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. 

ამ ეტაპზე უცნობია მკვლელობის მოტივი, თუმცა სავარაუდოდ მკვლელობა უერთიერთშელაპარაკებას უკავშირდება.

არსებული ინფორმაციით გაუჩინარებამდე მაჩაიძე საქართველოს მოქალაქესთან ერთად იმყოფებოდა და სწორედ მასთან ერთად წავიდა სამსახურში კუთვნილი ხელფასის ასაღებად.

გივი მაჩაიძე ჯინსების ფაბრიკაში მუშაობდა და მას ხელფასის სახით 900 ლირა ქონდა ასაღები.

მკვლელობაში ქართველის შესაძლო მონაწილეობის შესახებ, ეჭვი გარდაცვლილის ოჯახის წევრებსაც ჰქონდათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე