ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობისთვის ბრძოლას იწყებს

საქართველო, თბილისი - 17:40 | 05.07.2017
ნანახია: 1238

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ თბილისის მერობისთვის ბრძოლას იწყებს.

„ვინმე თუ კარგად დაფიქრდება, მიხვდება, ვინ არის ჩემი გუნდიც და ჩემი მხარდამჭერებიც. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში მე ვარ თბილისის პრობლემებში ჩართული და წლების განმავლობაში სათითაოდ ვიცნობ და ვმეგობრობ ისეთ ადამიანთან, რომელსაც უნდა ამ ქალაქში რაღაცეების შეცვლა,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობილია, რომ ალეკო ელისაშვილის კანდიდატურას მხარს "რესპუბლიკური პარტია" და "თავისუფალი დემოკრატები" დაუჭერენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე