მერკელი G20-ის სამიტზე მაკრონთან და პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის შესახებ ისაუბრებს

საქართველო, თბილისი - 16:46 | 05.07.2017
ნანახია: 1117

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებთან ჰამბურგში G20-ის სამიტზე უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა.

„სამიტის მსვლელობისას დაგეგმილია შეხვედრა კანცლერს, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შორის. შეხვედრის საკვანძო საკითხი უკრაინაში არსებული ვითარება იქნება“, - აღნიშნა მან ბრიფინგზე.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმაც განაცხადა, მისი თქმით, შეხვედრა ჰამბურგში სამუშაო საუზმის ფორმატში  8 ივლისს გაიმართება, სადაც საუბარი უკრაინის მოვლენებს შეეხება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე