სირიელს თურქეთის საზღვარზე 5 კგ-ზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოუჩინეს

საქართველო, თბილისი - 16:09 | 05.07.2017
ნანახია: 1190

ხუთ კილოგრამზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოუჩინეს სირიის მოქალაქეს თურქეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას. ინციდენტი თურქეთის სამხრეთით ხათაის პროვინციაში მოხდა.

პროვინციის ხელისუფელბის განცხადებით, სირიის მოქალაქე საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს, რომელსაც 5,25 კგ ტრინიტროტოლუოლი და 9 დეტონატორი აღმოაჩნდა. დაწყებულია გამოძიება.

მედიის ცნობით, ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას ქვეყნის პროვინციებში დღეს 37 ადამიანი დააკავეს, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილნი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე