ელტონ ჯონმა ჰამბურგში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

საქართველო, თბილისი - 16:00 | 05.07.2017
ნანახია: 1420

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ელტონ ჯონმა 8 ივლისს ჰამბურგში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ამის მიზეზად მომღერლის მენეჯერებმა ქალაქში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ სამიტი დაასახელეს. 

როგორც აღმოჩნდა ქალაქის მთავრობამ ელტონ ჯონის თვითმფრინავს აეროპორტში დაჯდომის ნებართვა დროულად არ მისცა. პროცესი სამიტის გამო ქალაქში შემოღებული უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების გამო გაჭიანურდა. 

გაუქმებული კონცერტის გამო, თაყვანისმცემლებს ბოდიში თავად მუსკოსმაც მოუხდა.

შოუს გამართვა სტადიონ Barclaycard Arena-ზე იგეგმებოდა. კონცერტზე გაყიდული იყო 10 ათასზე მეტი ბილეთი. ორგანიზატორების თქმით, ელტონ ჯონის შოუს ჰამბურგელი მაყურებელი, სავარაუდოდ, 5 დეკემებრს იხილავს. 

„დიდი ოცეულის“ სამიტი ჰამბურგში 7-8 ივლისს არის დაგეგმილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე