ამერიკელმა 10 წუთში 72 ჰოთ-დოგი შეჭამა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 11:10 | 05.07.2017
ნანახია: 1660

ამერიკელმა ჯოუი ჩესტნატმა მეტსახელად „ყბებმა“ ახალი რეკორდი დაამყარა ჰოთ-დოგების ჭამაში. მან 10 წუთში 72 ჰოთ-დოგი შეჭამა.

ამრიგად ჩესტნატმა მეათედ გაიმარჯვა Nathan's Famous Hot Dog Eating Contest-ის შეჯიბრში, რომელიც 4 ივლისს ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ნიუ-იორკში იმართება. ამასთან რეკორდსმენმა განაცხადა, რომ მეტის შეჭმა შეეძლო.

გასული წლის რეკორდი ასევე ჩესტნატს ეკუთვნის. მაშინ მან 70 ჰოთ-დოგი შეჭამა.

გამარჯვებულმა პრიზის სახით ათი ათასი დოლარი მიიღო.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე