გაზსადენის აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:55 | 05.07.2017
ნანახია: 1186

ხუთი ადამიანი დაიღუპა და 89 დაშავდა ჩინეთში გაზსადენის აფეთქების შედეგად.
ინციდენტი ნინცზიანის პროვინციაში საავადმყოფოსთან ახლოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საკანალიზაციო მილის სარემონტო სამუშაოების დროს გაზის გაჟონვა მოხდა.

აფეთქების შედეგად ახლოს მყოფი ადამიანები, ასევე საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი და პაციენტები  დაშავდნენ.

ამ დროისათვის დადასტურებულია ხუთი ადამიანის გარდაცვალება, დაშავებულებიდან 14-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე