სანაპიროზე რაკეტის ჩავარდნის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:43 | 05.07.2017
ნანახია: 1219

ხუთი ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის სანაპიროზე რაკეტის ჩავარდნის შედეგად.

„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის ართი მცირეწლოვანიც.

გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტთან უშიშროების ძალებსა და „დანაშაულებრივ დაჯგუფებას“ შორის ორმხრივი ბრძოლა მიმდინარეობდა. სააგენტოს წყარო ვერ აკონკრეტებს იყო თუ არა ეს თავდასხმა მშვიდობიან მცხოვრებლებზე წინსაწარგანზრახული.

ლიბიაში ამჟამად ორხელისუფლებიანობაა- ქვეყნის აღმოსავლეთით ქალაქ ტორბუკში იმყოფება ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, დედაქალქ ტრიპოლში მოქმედებს გაეროსა და ევროპის მხარდაჭერილი მთავრობა.

ქვეყნის აღმოსვლეთ ნაწილის ხელისუფლება ტრიპოლისგნ დამოუკიდებლად მოქმედებს და თანამშრომლობს ეროვნულ არმიასთან, რომელიც ისლამისტებთან გაჭიანურებულ ომს აწარმოებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე