ევანგელისტები facebook-ზე ჯვრის ემოციის დამატებას ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 19:19 | 04.07.2017
ნანახია: 1420

facebook-ს ჯვრის ემოციის დამატების მოთხოვნით მიმართეს. მოთხოვნით ევანგელისტები მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც facebook-ზე ლგბტ-აღლუმის მხარდამჭერი ცისარტყელის ემოცია გაჩნდა. ერთ-ერთი აქტივისტის პოსტს 9 000 გაზიარება და 23 000 რეაქცია მოჰყვა.

სოციალური ქსელის მომხარებელთა ნაწილი თვლის, რომ ინიციატივა დიკრიმინაციულია და თუ ჯვრის ემოცია გაჩნდება, მაშინ სხვა რელიგიების სიმბოლოებიც უნდა შეიქმნას. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ჯვრის ემოცია უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე რელიგიას. 

ფეისბუქის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Huffington Post-თან განაცხადა, რომ მსგავსი ემოცია ფეისბუქზე არ არსებობს და მის შექმნაზე მუშაობა არც მიმდინარეობს. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე