რუსეთს ჩვენ ვერ შევცვლით - ელენე ხოშტარია საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე

საქართველო, თბილისი - 15:43 | 04.07.2017
ნანახია: 1548

,,ეს არის რუსეთის მუდმივი ტაქტიკა. მოლაპარაკების წინ ქმნის პრობლემას, რომ მთელი ყურადღება იყოს ამ პრობლემაზე გადატანილი’’, - აცხადებს ,,ევროპული საქართველოს“ წევრი  ელენე ხოშტარია ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით.

,,ეს გახდა ჩვეულებრივი საკითხი. თითქოს შეჩვეულები ვართ, რომ რაღაც პერიოდულობით ეს უნდა მოხდეს. რუსეთს ჩვენ ვერ შევცვლით რა თქმა უნდა, მაგრამ ამის აღმოფხვრა და პრევენცია შეგვიძლია ბევრი აქტიური კონკრეტული ნაბიჯით როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით. ზუსტად ამიტომ, ჩვენ რეაქციის რეჟიმში კი არ უნდა ვიყოთ რომ ეს მოხდება, უბრალოდ განცხადება გავაკეთოთ და მერე იქ მაგაზე ვიკამათოთ. ჩვენ უნდა გვქონდეს მწყობრი სტრატეგია რას ვუპირისპირებთ ამ ყველაფერს,’’ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე