ჰავანაში „საყვარულის სასტუმროები“ კვლავ გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 15:28 | 04.07.2017
ნანახია: 1188

ჰავანის ხელისუფლება გეგმავს აღადგინოს სუბსიდირებული „სასიყვარულო სასტუმროების“ ქსელი, რომელიც კუბაში 1990-იან წლებში არსებობდა.

ქალაქის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ჰავანის მოსახლეობას განმარტოების ადგილი არ გააჩნდათ, კერძო ფირმები კი, რომლებიც სასტუმროებს ერთი საათით აქირავებენ, მაღალ ფასს ითხოვენ.

ვარაუდობენ, რომ  ეს ინიციატივა ბოლოს მოუღებს იმ პრაქტიკას, როდესაც კუბის დედაქალაქის მცხოვრებლები სექსით ღია ცის ქვეშ კავდებიან.

 „სიყვარულის სასტუმროები“ კუბაში 1990-იან წლებამდე არსებობდა. ნომრები საათობრივი გადახდებით იმ წყვილებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც სექსით უნდა დაკავებულიყვნენ.

1990-იანი წლების ბოლოს ასეთი სასტუმროები ეკონომიკური კრიზისის გამო დაიხურა. შენობები ქარიშხლების დროს თავშესაფრებად გამოიყენებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე