„კრისტიან დიორი - ოცნების დიზაინერი“

საქართველო, თბილისი - 15:17 | 04.07.2017
ნანახია: 1700

პარიზში დიორის სახლის 70-ე წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან.

გრანდიოზულ გამოფენას ცნობილი სახეები, მათ შორის, ნატალი პორტმანი, კარა დელავინი და ჯემა არტონიც დაესწრნენ.

ღონისძიება, სახელწოდებით „კრისტიან დიორი - ოცნების დიზაინერი“ პარიზის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.

სტუმრებს შორის საფრანგეთის პირველი ლედი ბრიჟიტ მაკრონი და პარიზის მერი ანა იდალგოც იყვნენ.

გამოფენა ოფიციალურად ხვალ გაიხსნება და 2018 წლის 7 იანვრამდე გასტანს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე