საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აგრილდება - ამინდის ვრცელი პროგნოზი

საქართველო, თბილისი - 12:15 | 04.07.2017
ნანახია: 1699

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-დან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აგრილდება.

ამასთანავე, დასავლეთ საქართველოსი ნალექი, აღმოსავლეთში კი სეტყვაც არის მოსალოდნელი.

„4 ივლისის დღის ბოლოდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების გავრცელება, რაც ზღვის სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან დაკლებას, ქარს, დროგამოშვებით ძლიერს, ზღვაზე შტორმს, ელჭექს და ნალექებს გამოიწვევს. 5-დან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო აგრილდება, მოსალოდნელია ნალექი (უმეტესად დასავლეთ საქართველში), ზოგან ძლიერი, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა“, - წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე