ბოსტონში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 10:42 | 04.07.2017
ნანახია: 1131

ბოსტონის აეროპორტთან ავტომობილი ფეხით მოსიარულეთა ჯგუფს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

Boston Globe-ს ცნობით, დაშავებულია ცხრა ადამიანი. თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. უცნობია მომხდარის მიზეზებიც.

ჟუტნალისტები ასევე ამტკიცებენ, რომ ავტომობილის მძღოლს ინციდენტის შემდეგ მიმალვა არ უცდია.

ამასთან დაკავშირებით, პრესა წერს, რომ ტერორიზმის ნიშნები არ იკვეთება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე