2 დაღუპული, 3 დაშავებული - ავარია სოფელ წინანდალში

საქართველო, თბილისი - 10:32 | 04.07.2017
ნანახია: 1668

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ წინანდალში.

მსუბუქი ავტომობილისა და კომბაინის შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. სამი კი მძიმედ დაშავდა. 

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანაში მამა და მისი ოთხი ვაჟი იმყოფებოდა. გარდაცვლილი მამა-შვილი არიან. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მევიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე