ფრანგებს შემოდგომაზე თავისუფლებას დავუბრუნებთ - მაკრონი

საქართველო, თბილისი - 18:54 | 03.07.2017
ნანახია: 1293

საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოდგომაზე გაუქმდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„ამით ჩვენ ფრანგებს თავისუფლებას დავუბრუნებთ და იმედი გვაქვს, რომ ტერორისტული საფრთხეებისგან მათ დაცვას შევძლებთ,“-აღნიშნა მაკრონმა.

პარიზის ტერაქტების შემდეგ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი უკვე 2 წელია, მოქმედებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე