სახანძრო უსაფრთხოების რეგულაციები ქვეყანაში არსებობს და ძალიან კონკრეტულად არის გაწერილი - სერგეენკო

საქართველო, თბილისი - 18:38 | 03.07.2017
ნანახია: 1418

სახანძრო უსაფრთხოების რეგულაციები ქვეყანაში არსებობს და ძალიან კონკრეტულად არის გაწერილი, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ელიავას ბაზრობაზე რამდენად დაცული იყო რეგულაციები, ამის დადგენის ერთადერთი გზა არის გამოძიება.

"სახანძრო უსაფრთხოების რეგულაციები ქვეყანაში არსებობს და ძალიან კონკრეტულად არის გაწერილი, ელიავას ბაზრობაზე რამდენად დაცული იყო რეგულაციები, ამის დადგენის ერთადერთი გზა არის გამოძიება და მჯერა, რომ გამოძიება უტყუარად დაადგენს ამ ყველაფერს", - განაცხადა დავით სერგეენკომ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე