ბავარიაში ავტობუსის ავარიისას უგზო-უკვლოდ დაკარგულ 17 ადამიანს ვერტმფრენების დახმარებით ეძებენ

საქართველო, თბილისი - 17:46 | 03.07.2017
ნანახია: 1193

ბავარიაში ავტობუსის ავარიისას უგზო-უკვლოდ დაკარგულ 17 ადამიანს ვერტმფრენების დახმარებით ეძებენ. ამის შესახებ ბავარიის კულტურის მინისტრის  მოადგილემ ლატვიის რადიოს ეთერში განაცხადა.

„ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ 17 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ძებნა სამაშველო ვერტმფრენების დახმარებით მიმდინარეობს. მეცხრე ავტობანი კვლავ მთლიანად ბლოკირებულია“, - განაცხადა შმიდტმა.

მისი თქმით, დაღუპულების რაოდენობას პოლიცია ჯერ არ ასახელებს.

მანამდე ტრანსპორტის მინისტრმა ალექსანდრ დობრინდტმა განაცხდა, რომ ავტობუსიდან 11 ცხედრის გამოყვანა მოხერხდა.

შემთხვევა დილით მოხდა. ავტობუსი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი მონაცემებით ავტობუსში 46 მგზავრი და ორი მძღოლი იმყოფებოდა. ავტობანი გადაკეტილია. ადგილზე მაშველები და პოლიციელები იმყოფებიან.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე