თბილისის მერიამ მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 16:14 | 03.07.2017
ნანახია: 1046

თბილისის მერის დავალებით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მობილურმა ჯგუფებმა მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგის მიზნით, უკვე 35 მარშრუტი შეამოწმეს.

მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ გაგრილების სისტემები ჩართულია მიკროავტობუსების 20%-ში.

მერიის მონიტორინგის ჯგუფები კომპანიას რეაგირებისთვის გადასცემენ იმ მიკროავტობუსების სიას, რომლებსაც მგზავრების გადაყვანისას კონდიციონერები გამორთული ექნებათ.

კომპანია თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე