გერმანიაში ავტობუსის ავარიის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა დიდია

საქართველო, თბილისი - 15:02 | 03.07.2017
ნანახია: 1187

ბავარიაში ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად მსხვერპლი დიდია. ამის შესახებ გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა. პოლიციის ცნობით, დაიღუპა 18 ადამიანი.

 „სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი -საქსონიელი ტურისტი  დაიღუპა ცეცხლმოდებულ ავტობუსში“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა.

ავარია ორშაბათს დილით მოხდა. ავტობუსი, რომელშიც 47 ადამიანი იმყოფებოდა სატვირთო მანქანას შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ჯერჯერობით ავარიის მიზეზები უცნობია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე