ნიკოლოზ სირაძე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 14:21 | 03.07.2017
ნანახია: 1175

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა.

აღნიშნულ თანამდებობაზე მინისტრმა პოლიციის პოლკოვნიკი, ნიკოლოზ სირაძე წარუდგინა.

შს მინისტრმა ნიკოლოზ სირაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, მასთან სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დავალებები მისცა.

ნიკოლოზ სირაძეს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

სააგენტოს ახალი დირექტორის წარდგენისას შს მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს თავდადებისა და კეთილსინდისიერი მუშაობისთვის, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე ოპერატიული და მაღალპროფესიონალური რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე