გორში 13 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 14:17 | 03.07.2017
ნანახია: 1108

გორში, 13 წლის მოზარდს, ველოსიპედით გადაადგილებისას, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

შემთხვევა ჭალის დასახლებაში გუშინ, მოხდა.

ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.

ბავშვს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული, ის „გორმედიდან“ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ თბილისში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე