გერმანიაში ტურისტულ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

საქართველო, თბილისი - 12:01 | 03.07.2017
ნანახია: 1206

გერმანიის ქალაქ ბავარიაში ტურისტულ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ მსხვერპლს, რაომელთა რაოდენობაც შესაძლოა 17-ს აღწევდეს, პოლიციის ცნობით, საუბარია გერმანელ მგზავრებზე.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 31 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ზოგიერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია.

შემთხვევა დილით მოხდა. ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზებით ავტობუსი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი მონაცემებით ავტობუსში 46 მგზავრი და ორი მძღოლი იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე მაშველები და პოლიციელები მუშაობენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე