საფრანგეთში მეჩეთთან მომხდარი სროლისას 8 ადამიანი დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 11:17 | 03.07.2017
ნანახია: 1086

საფრანგეთის სამხრეთით, მეჩეთთან მომხდარი სროლისას რვა ადამიანი დაშავდა.

ავინიონში მორწმუნეები არ-რაჰმის მეჩეთს ტოვებდნენ, როდესაც მათ შეიარაღებული პირები მიუახლოვდნენ და  ცეცხლი გაუხსნეს.

პოლიცია ინციდენტს ტერორისტულ აქტად არ განიხილავს.

სავარაუდოდ მორწმუნეები თავდასხმის სამიზნეები არ ყოფილან. პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი შესაძლოა ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის შედეგი იყოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე