მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 10:58 | 03.07.2017
ნანახია: 1215

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა.

შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

ლევან ზაუტაშვილი 2013-2017 წლებში იყო „კასტელ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტებში; დამთავრებული აქვს ინდიანაპოლისის შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე