ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ექსპერტები მუშაობენ

საქართველო, თბილისი - 10:34 | 03.07.2017
ნანახია: 1136

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ექსპერტებმა მუშაობა განაახლეს. ტერიტორიაზე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები პერიმეტრს აკონტროლებენ სამართალდამცველები. ადგილზე რჩებიან სახანძრო ბრიგადები და სასწრაფო დახმარების მანქანები. 

დამწვარია ავტონაწილების 20-მდე მაღაზია. რაც შეეხება დაზიანებულ საქონელს, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ.  

თბილისში, აგლაძის ქუჩაზე, ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ ავტონაწილების მაღაზიაში  ხანძარი 2 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა. ხანძარი დაახლოებით 2500 კვ.მ-ზე გავრცელდა და მის  ჩასაქრობად მობილიზებული იყო 24 სამაშველო მანქანა და 250 მაშველი-მეხანძრე.​ ხანძარი ლოკალიზებულია. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეს შსს-ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველო იძიებს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე