შსს - ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

საქართველო, თბილისი - 23:09 | 02.07.2017
ნანახია: 1204

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

„150 მაშველი-მეხანძრის მყისიერი და ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძარი ლოკალიზებულია“,- წერს სოციალურ ქსელში უწყების პრესსამსახურის უფროსი.

ელიავაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ავტონაწილების მაღაზიაში გაჩენილი ხანძარი დაახლოებით 2000 კვ.მ-ზე გავრცელდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე