ე.წ. ელიევას ბაზრობაზე ცეცხლი 600 კვ.მ-ზე გავრცელდა - ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება

საქართველო, თბილისი - 22:30 | 02.07.2017
ნანახია: 1063

თბილისში, აგლაძის ქუჩაზე, ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ავტონაწილების მაღაზიაში გაჩენილი ხანძარი დაახლოებით 600 კვ.მ-ზეა გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებულია 20-მდე სახანძრო და სამაშველო მანქანა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 100-მდე მეხანძრე-მაშველი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

ხანძარი ელიავას ბაზრობაზე, დღეს, 2 ივლისს, დაახლოებით, 22:00 საათზე გაჩნდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე