2-3 ივლისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +40°-ს მიაღწევს

საქართველო, თბილისი - 08:36 | 02.07.2017
ნანახია: 1150

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-3 ივლისს საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში შესაძლოა, +38°-ის, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში +40°-ის ფარგლებში აღინიშნოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა 2-3 ივლისს დასავლეთ საქართველოში მარტვილში 2005 წელს 42 ℃, აღმოსავლეთ საქართველოში - გარდაბანში 1991 წელს 38,5 ℃ , ხოლო თბილისში - 1991 წელს 36.5 ℃ დაფიქსირდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე