ორთაჭალაში სამარშუტო ტაქსის გადაბრუნებისას 8 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 12:57 | 01.07.2017
ნანახია: 1248

თბილისში, ორთაჭალაში ავარიის შედეგად სამარშრუტო ტაქსი ამობრუნდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომობილი და ნომერ 161 სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 

როგორც ირკვევა, შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, აქედან 5 მათგანი სახლში უკვე გაწერეს, ხოლო 3 კვლავ საავადმყოფოში რჩება, თუმცა მსუბუქი დაზიანებები აქვთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე