დღეს, გიორგი კვირიკაშვილი თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს

საქართველო, თბილისი - 10:00 | 01.07.2017
ნანახია: 1150

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს.

ღონისძიება 20:00 სთ-ზე მთაწმინდის პარკში გაიმართება.

12:00 საათზე კი პარტიის პარტიის პოლიტსაბჭო შეიკრიბება, სადაც თბილისის მერობის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება. 

„კახი არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ძლიერი ფორვარდი და რა თქმა უნდა, მისი განხილვა ამ პოზიციაზე არის ძალიან რეალური. მას აქვს დიდი შანსები და მას აქვს დიდი შესაძლებლობები, რომ იყოს წარმატებული მერი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე