სროლა ნიუ-იორკის საავადმყოფოში - არიან დაჭრილები

საქართველო, თბილისი - 01:00 | 01.07.2017
ნანახია: 1409

ნიუ-იორკში, ბრონქსის უბნის საავადმყოფოში, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, ამის შესახებ ინფორამციას BBC ავრცელებს.

ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, თავდამსხმელი ექიმი იყო. ამჟამად ის ლიკვიდირებულია. 

სროლა ადგილობრივი დროით 3 საათზე, ბრონქსის საავადმყოფოს მე-16 სართულზე დაიწყო. მსროლელს თეთრი ხალათი ეცვა.

პოლიცია ბევრი დაშავებულის შესახებ იტყობინება. 

არსებული ინფორმაციით, დაჭრილია სამი ექიმი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე